მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემს არ უნდა მივცეთ საშუალება, ციხეში გარდაიცვალოს

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, ციხეში გარდაიცვალოს ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს ჩვენი ოჯახის ისტორიაში. გამოსავალი მარტივია, რეალური შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება, საზღვარგარეთ იმკურნალოს. ვფიქრობ, რეალური შანსი გვაქვს ახლა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ევროპიდან, მზარდი კონსენსუსის ფონზე საქართველოსა და ევროპაში, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის უნდა შეიცვალოს. შემდეგ რა მოხდება ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ჩემი მამის სიცოცხლე უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს არის თავისებური კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლის მიხედვითაც ვამბობ, რომ მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი სტრასბურგში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. [ფორმულას თარგმანი] მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - ედუარდ სააკაშვილმა, გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა ევროპარლამენტარებთან, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად ბრიფინგი გამართეს. 

კომენტარები