ევროკავშირი-საქართველო

ლანდსბერგისი: საქართველოსგან ვერ ვხედავთ იმედისმომცემ ნაბიჯებს კანდიდატობის მისაღებად

როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. ლიტვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. მე ძალიან მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები. პროგრესს, რომელიც, როგორც ვახსენე, გადაიყვანს საქართველოს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება.

ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბრიუსელში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

კომენტარები