მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხერხეულიძე: ნეტავ, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ

მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი - ფოტო,რომელიც გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს. მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტავ,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია. იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები-ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა.

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე. შაბათის ფორმულამ კლინიკა ვივამედიდან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. გადაცემის ცნობით, ეს სურათები 29 აგვისტოთი თარიღდება.

 

კომენტარები