კახა კალაძე

კალაძე: 2023 იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობისა და ბედნიერების წელი

მინდა, განსაკუთრებით ჩვენს პატარებს მივესალმო, ამ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომელთა თვალები სიხარულით სავსეა და ზუსტად ეს არის იმის გარანტი, რომ ახალი, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობისა და ბედნიერების წელი. იქნება კიდევ უფრო სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე წელი. რა თქმა უნდა, იმის ახსნას არ დავიწყებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შობა-ახალი წელი ვიზეიმოთ და ამ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის - დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს. მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასოდეს ვტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს. არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა და მშვიდობა ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს უსურვებენ. ტრადიციულად, ჩვენც ეს ყველასთვის სანატრელი სურვილები ერთგვარ მოწოდებად ვაქციეთ და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ყველა ეს სურვილი ერთად ჩავიფიქროთ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ავანთოთ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე.

კომენტარები