უკრაინაში მებრძოლი ქართველები

ბასილაია: ვირიცხებოდი უკრაინის შეირაღებულ ძალებში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა!

მე ვირიცხებოდი უკრაინის შეირაღებული ძალების შემადგენლობაში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა!

ომში მონაწილეობის შესახებ, არაფერი დამიპოსტავს, არც ვაპირებდი, მაგრამ ქართული ოცნების უთვისებო სპიკერების მოღალატეობრივ განცხადებას - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები მოქალაქეობას დაკარგავენო, პასუხი უნდა გაეცეს.

ფორმალურად, მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს. თუმცა ეს ნორმა ავტომატურად ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება.

აქსიომაა, რომ სამართალი ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე მშრალი სამართლებრივი ნორმები.

დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი მოძმე ქვეყნის უკრაინის დახმარებაში.

შესაბამისად, ქართველ მოხალისეთა მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი არც უნდა წამოჭრილიყო.

უკრაინის მიწებზე საქართველოს ბედი წყდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ქართველ მოხალისეს თავდაცვის სამინისტროს ან სუსის ნებართვა არცერთი კანონით ჭირდება.

თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ აქ საქმე იურიდიულ კაზუისტიკაში არ არის.

შეტევა ქართველ მებრძოლებზე, დაქირავებულებად მათი გამოცხადება და მოქალაქეობის დაკარგვის მუქარა ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა.

ღარიბაშვილი, მდინარაძე და სხვები რუსეთის დავალებას ასრულებენ.

ქართველი მებრძოლები, ქართული დანაყოფები მნიშვნელოვან მისიებს ასრულებენ ფრონტის ხაზზე, შიშის ზარს სცემენ რუსულ პოზიციებს. საქართველოს (ვიშის) მთავრობის განცხადებები მიმართულია ჩვენების მორალური დაზიანებისკენ, მაგრამ ფეხებს ვერ მოსჭამენ. ბიჭები ტყვიაზე მიდიან, ჭურვების წვიმის ქვეშ ცხოვრობენ და ღარიბაშვილ-მდინარაძის არაკაცობა ვერაფერს დააკლებს. აი მათ კი როგორ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, როგორ აგებენ პასუხს ღალატისთვის, ისტორია გვიჩვენებს.

პ.ს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე საქართველოს შეირაღებული ძალები ?!

ეს ხომ არ არის პარტიული საკითხი, ეს ხომ ღალატია, ღია, გაცხადებული ღალატი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან !

FACEBOOK-ზე წერს ადვოკატი ბექა ბასილაია. ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 7 დეკემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ "თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს". მისი განცხადებით, უკრაინაში ქართულ ლეგიონში შესვლამდე მებრძოლები ამის შესახებ უნდა გააფრთხილონ. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პირი ირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს "სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის".

კომენტარები