სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე; ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ბრეგაძე სააკაშვილზე: ოპოზიცია მედიის დახმარებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობს
tbl.ge/67fr
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.
ამავე თემაზე
- ნადირაძე: დღეის მდგომარეობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის
- ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილმა ახალ წელს გემრიელად ჭამა, საცივი ჰქონდა
- ნადირაძე სააკაშვილზე: გინეკოლოგიურშიც მოვათავსებთ, ოღონდ მკურნალობაზე დაგვთანხმდეს
- ნადირაძე: სააკაშვილთან ნივრიანი პური და შილაფლავი სოკოთი მოაქვთ, რომელ პროტოკოლში წაიკითხეს?
- კობახიძე სააკაშვილზე: თვითდაზიანების დროს, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს