რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

"მჯერა თქვენი და ჩვენი გამარჯვების" – ზალუჟნი სამხედროებს უკრაინის არმიის დღეს ულოცავს

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ამ დღეს, პირველ რიგში, დაღუპულ ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ფიქრობს.

"ეს ფიქრები გვაიძულებს უკან გავიხედოთ იმ გზაზე, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა. ეს არის მეომრების გზა, ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის მიგვიყვანს შურისძიების და გამარჯვებისკენ. შიშისა და სასოწარკვეთის ადგილი არაა. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მთელ ჩემს ნებას მუშტში ვაგროვებ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და შევაკავო მომავალში ჩვენს თავისუფლებაზე ხელყოფისგან"- ზალუჟნი განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ საუკეთესო მეომრები მის გვერდით დგანან – "ფოლადზე ძლიერი, ცეცხლზე მძვინვარე, ნებისმიერ ელემენტზე ძლიერი".

"ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების ვეტერანებო! მე ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს. ვამაყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი. მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩვენი გამარჯვების. გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, დაჭრილ ჯარისკაცებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ყველას, ვინც რიგებშია - ძალა და გამძლეობა, შთაგონება და სიხარული, გამარჯვებული სამყარო! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზალუჟნიმ.

კომენტარები