COVID-19 ჩინეთში

კოვიდშეზღუდვების გავლენა ჩინეთის ეკონომიკაზე – მიზეზები და პროგნოზები

ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის არსებული პოლიტიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება დანარჩენი სამყაროს წესებს, სადაც ვირუსთან ერთად ცხოვრება ახალ ნორმად იქცა. 

აღმოჩნდა, რომ მკაცრმა მიდგომამ ჩინეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. Reuters-ის ინფორმაციით, გარდა ეკონომიკური დაღმავლობისა, COVID-19 პანდემიასთან გამკლავების გზებმა ასობით მილიონი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად იმოქმედა. 

პროტესტების საპასუხოდ ჩინეთში კოვიდშეზღუდვები ეტაპობრივად იგეგმება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა სასაზღვრო კონტროლი შეწყვიტოს და ეკონომიკური საქმიანობები უფრო ადრე განაახლოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეკონომისტთა შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე წესების ცვლილების პროგნოზირება რთულია, ჩინეთის მოსახლეობას ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება უჭირს. 

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებით გლობალური ეკონომიკა გაიზრდება. ბოლო თვეებია ჩინეთში დიდი ოდენობით კაპიტალი შეედინება, რამაც სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჩინური იუიანი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად გაამყარა. 

ბიზნესისთვის იმედისმომცემია Apple-ის მომწოდებლის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი iPhone-ის ქარხანა სრულ წარმოებას ამ თვის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში განაახლებს.

მიუხედავად პოზიტიური პროგნოზებისა, საუბარია ზარალზეც, რომელიც შეზღუდვების შედეგად ქვეყანას მიადგა - ბიზნეს აქტივობა ნოემბერში ექვსთვიან მინიმუმზე ჩამოვიდა.

 

კომენტარები