რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

კალაძე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მშვიდობას ვუსურვებ საქართველოს და უკრაინას

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. 

მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და ქართველებს, მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, 5 დეკემბერს მიუსამძიმრა 3 დეკემბერს, უკრაინაში დაღუპული 5 მებრძოლის ოჯახებს.
 

კომენტარები