რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრემიერი: გულწრფელად, ტრაგედიაა, რომ უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში

პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მიუსამძიმრა უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპულთა ოჯახებს და კვლავ "ომის პარტიაზე" ისაუბრა. მისი მტკიცებით, "ომის პარტიის ორგანიზებულია ეს ტრაგედია, თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში".

კომენტარები