მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი თანამოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯები, ყველაფერი, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ, ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარუ პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი, არის უბრალოდ შემაშფოთებელი, ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი, ყოველთვის, ადამიანი, ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ფორმით, ქმედებით გამოხატვა, რასაც სჩადიან პოლიტიკოსები, ამას ჰქვია უბრალოდ ამორალური ფარისევლობა და სხვა არაფერი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრემიერი დაღუპულ მებრძოლებზე: ყველაფერზე PR არაქართული მოვლენაა, საწყალი ბიჭები
tbl.ge/67d7
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მიუსამძიმრა უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპულთა ოჯახებს და კვლავ "ომის პარტიაზე" ისაუბრა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ




