ენმ

ჩალაძე: დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს, ეს არის სიმბოლური შეკრება

დღეს ჩვენი ერთად დგომა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს. აქ არ იქნება გაჟღერებული არც ერთი პოლიტიკური მოწოდება. ეს არის სიმბოლური შეკრება. ეს არ არის სრული მობილიზება იმ ადამიანების, ვისაც უნდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, რომ არ დავუშვათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი. 

მინდა გითხრათ, რომ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ შეძლო ფეხზე ადგომა. ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას - იმ დღეს, როდესაც ჩვენ მას დავკარგავთ, ამიტომ ჩვენი ხმა უნდა გაიგოს ყველამ. სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა და დროულად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ცოცხალი, თუ სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, დღეს, 3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

კომენტარები