კიევ-პეჩორის ლავრა

კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი დაარეგისტრირეს

კიევ-პეჩორის ლავრა

კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი დაარეგისტრირეს.

უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ დააზუსტა, რომ საუბარი არაა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ლავრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემაზე.

ტკაჩენკოს თქმით, საუბარია იურიდიული პირის დარეგისტრირებაზე ლავრის იმ ნაწილში, სადაც ისედაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპლუატაციაში იყო და არ ვრცელდებოდა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.

ტკაჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია და მის ზედა ნაწილში მუზეუმია განთავსებული, ქვედა ნაწილზე კი იურისდიქცია იჯარით აქვს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლავრის ზედა ნაწილში მდებარე ერთმა მონასტერმა სახელი შეიცვალა და დღეს დარეგისტრირდა.

ბოლო კვირებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში მყოფ მონასტრებში ჩხრეკა ჩაატარა. მოქმედებები დაკავშირებული იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში რუსული სამყაროს პროპაგანდის გავრცელებასთან. 

1-ელ დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეთს მისცა მითითება, უმაღლესი რადისთვის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიის საქმიანობის შეჩერება შეეთავაზებინათ. ამას გარდა, ზელენსკიმ წამოაყენა ინიციატივა, რომ შეემოწმებინათ, თუ რამდენად კანონიერია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე იურისდიქციის ქონა.

ზელენსკი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

ამასთან ერთად, 1-ელ დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს პერსონალური სანქციები დაუწესა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში ჩხრეკვებს 2 დეკემბერსაც ატარებდა, ქვეყნის სამ ოლქში.

უსაფრთხოების სამსახურმა მსგავსი ჩხრეკვები 22 იანვარს დაიწყო.

მითითებები მოსკოვიდან და რუსული პასპორტები – რა იპოვეს ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიაში

კომენტარები