მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

მითითებები მოსკოვიდან და რუსული პასპორტები – რა იპოვეს ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიაში

უკრაინის უსაფრთხობის სამსახურმა ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის [მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია] ტერიტორიაზე ჩხრეკები ჩაატარა და აღმოაჩინა ეპარქიის მმართველების რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები. ასევე, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ სასულიერო პირები მსახურების ჩატარების მითითებებს მოსკოვიდან იღებენ და დიდი რაოდენობით კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხობის სამსახური Telegram-ის არხის საშუალებით ავრცელებს.

 "საგამოძიობო ქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს დოკუმენტები, რომელებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის მმართველებს აქვთ რუსული პასპორტები. გარდა ამისა, აღმოჩენელია ეპარქიის მმართველებსა და მათ მოსკოველ კურატორებს შორის მიმოწერები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ისინი იღებენ მითითებებს საეკლესიო ლიტურგიის ჩატარების შესახებ". - წერია განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზემოხსენებულ წერილებში დასტურდება, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის ხელმძღვანელებს ავალებს მრევლის დეზინფორმირებას უკრაინაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. ისინი ეპარქიის ხელმძღვანელებისგან ითხოვდნენ რუსეთის მიერ შეირაღებული სამხედრო აგრესიის უარყოფას და "მოსკოვის ეკლესიის" ჩაგვრის შესახებ საუბარს.

ამასთან, უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დიდი რაოდენობით კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა, რომელიც განადიდებს აგრესორ ქვეყანას და მკითხველს ოკუპანტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, ეპარქიის ხელმძღვანელების კომპიუტერებში სამართალდამცვლებმა აღმოაჩინეს რუსეთის იმ მოქალაქეების მოწმობების ფოტოები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. კერძოდ, "რუსეთის გმირის" სერტიფიკატები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ არის ხელმოწერილი 2014 წელს "ყირიმის აღებისთვის" არის გაცემული.

კომენტარები