რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოებამ კიევ-პეჩორის ლავრაში კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ჩაატარა

უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლები კიევ-პეჩორის ლავრასთან
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" ჩაატარა

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედებებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებიც, "უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ СБУ-ს სისტემატური მუშაობის ფარგლებში".

"კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, საბოტაჟისა და მძევლების აყვანის საფრთხე, განსაკუთრებით ადგილებში, სადაც ბევრი მოქალაქე იყრის თავს". – ნათქვამია განცხადებაში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის ღონისძიებების 3 მიზანს ასახელებს: 

  • "ლავრის "რუსული სამყაროს" ცენტრად გამოყენების აღკვეთა.
  • გადამოწმდეს მონაცემები, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს იყენებენ დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფები, უცხოეთის მოქალაქეები, [იყენებენ] იარაღის შესანახად და ა.შ.
  • მოსახლეობის პროვოკაციებისგან და ტერორისტული აქტებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა."

განცხადებაში ნათქვამია, რომ СБУ-მ ჩაატარა ლავრის ტერიტორიის შემოწმება, რათა აღმოეჩინათ, ინახავდნენ თუ არა აკრძალულ ნივთებს; შეემოწმებინათ ლავრის ტერიტორიაზე მყოფი პირები, მონაწილეობდნენ თუ არა უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანო საქმიანობაში.

აქამდე, 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში რუსეთისთვის ლოცულობდნენ. ამის შემდეგ, СБУ-მ ლავრაში რუსული პროპაგანდის გავრცელების საქმეზე 15 ნოემბერს გამოძიება დაიწყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგივე ღონისძიებები ჩაატარა როვნოს ოლქში მდებარე რამდენიმე მონასტერშიც.

კომენტარები