უკანონო ნადირობა

რაჭაში ნაპოვნი მოკლული დათვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ რაჭაში ნაპოვნ მოკლულ, თათებდაჭრილ დათვთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.

1-ელ დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლის აღწერაშიც ის წერდა, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს ტყეში მოკლული დათვი იპოვეს.

კომენტარები