Twitter

TWITTER-მა კანიე უესტის ექაუნთი კვლავ დაბლოკა

Twitter-მა კანიე უესტის ანგარიში აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ კვლავ დაბლოკა. მანამდე, კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ კანიემ პლატფორმის წესები დაარღვია და მომხმარებელი ძალადობისკენ წააქეზა.

კანიეს ანგარიშის შეჩერებამდე, რომელსაც 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, Twitter-მა შეზღუდა მისი ერთ-ერთი ტვიტი. 

მასკი, რომელიც თავს სიტყვისს თავისუფლების მცველად განიხილავს, ოქტომბერში კანიეს პლატფორმაზე დაბრუნების გადაწყვეტილებას მიესალმა.

"მე მაქსიმალურად ვეცადე. ამის მიუხედავად, მან კვლავ დაარღვია ჩვენი წესი ძალადობის წაქეზების წინააღმდეგ. მისი Twitter-ის ანგარიში შეჩერდება". - წერდა მასკი ტვიტერზე.

სოციალური მედიის პლატფორმამ რეპერის ანგარიში მასკის მიერ 44 მილიარდი დოლარად კომპანიის შეძენამდე აღადგინა. მასკმა მოგვიანებით განმარტა, რომ მას კანიეს Twitter-ზე დაბრუნებაში წვლილი არ შეუტანია.  

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე კონტროლი ოქტომბერში მოიპოვა,  აღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. ასევე, გასულ კვირას, გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც აღადგინა.

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

მასკის გეგმების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები