ნაციონალურ მოძრაობაში შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისა და ფულისთვის მიმდინარეობს. სააკაშვილის, კეზერაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ამ პარტიას დაასუსტებს და შესაბამისად, ეს ძალიან კარგი პროცესია. იმის ნაცვლად, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში ჩაეტარებინათ, საკუთარ პარტიაში ატარებენ. ასევე, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, საკუთარი თავმჯდომარე გადაატრიალეს. ეს არის რეალობა, რაც ძალიან კარგია. მათ პოლარიზაცია და რადიკალიზმი ქვეყანაში უნდოდათ და საბოლოო ჯამში, პოლარიზაციას, ურთიერთდაპირისპირებასა და რადიკალიზმს საკუთარ პარტიაში მიაღწიეს. ეს კარგია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს.
დაპირისპირება ენმ-ში
კობახიძე: იმის ნაცვლად, რომ ენმ-ს მთავრობა გადაეტრიალებინა, თავისი თავმჯდომარე გადაატრიალეს
tbl.ge/6792
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს.
ამავე თემაზე
- გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება
- კვიტაიშვილი: ვტოვებ ენმ-ს, ვუერთდები გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდს
- ჩოხატაურის საკრებულოს სამმა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მელიას გუნდში გადავიდა
- წიკლაური: ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
- ბეჟაშვილი: სააკაშვილმა კარგად შეაფასა ენმ-დან გასვლის ფაქტები, მან ეს ბოკერიას გზას შეადარა