ირანი

ირანელმა მომიტინგეებმა თავიანთი საფეხბურთო ნაკრების ჩემპიონატიდან გამოგდება აღნიშნეს

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრანტები ზეიმობენ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვას. ირანი აშშ-სთან 1:0 დამარცხდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თეირანსა და რანდენიმე ქალაქში ადამიანები ქუჩებში ცეკვავდნენ და აღნიშნავდნენ მომხდარს.

ბევრმა ირანელმა უარი თქვა კატარში თავიანთი საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერაზე, რადგან, დემონსტრანტების აზრით, ნაკრები ისლამურ რესპუბლიკას წარმოადგენს.

აღსანიშნია, რომ მოთამაშეებმა არ შეასრულეს ეროვნული ჰიმნი თავიანთი პირველი მატჩის წინ, ინგლისთან დამარცხებამდე [ანგარიშით 6:2], რითაც აშკარად გამოხატეს სოლიდარობა მომიტინგეებისადმი, მაგრამ მათ იმღერეს უელსის წინააღმდეგ თამაშამდე და აშშ-ს წინააღმდეგ პოლიტიკურად დატვირთულ შეხვედრამდე.

ზოგიერთმა მომიტინგემ ეს ქმედება ღალატად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია გუნდზე ირანის ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ზეწოლის შესახებ.

კომენტარები