მელიქიშვილის გამზირი

მელიქიშვილის გამზირი კვირის ბოლომდე სრულად ჩაიკეტება

თბილისის მერია

მელიქიშვილის გამზირი დღეს ღამით, 00:00 საათზე სრულად ჩაიკეტება. ვარაზისხევზე მოძრაობა კვლავ ორმხრივი ხდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, შეზღუდვა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ მერიას სურს, ამ კვირაში სრულად დაასრულოს მელიქიშვილის გამზირის სარებილიტაციო სამუშაოები.

"კვირის ბოლომდე მოგვიწევს, დროებით იყოს ჩაკეტილი მელიქიშვილი, სანამ მოასფალტება სრულად დასრულდება, რამდენიმე დღეც და პროექტი დაბრკოლებებს აღარ შეუქმნის თბილისის მოსახლეობას" - თქვა კალაძემ.

კომენტარები