ქართული მუსიკა

სტეფანემ ახალი სინგლი "გაიღიმე" გაავრცელა, კლიპში გია სურამელაშვილი მონაწილეობს [VIDEO]

ცნობილმა პოპ შემსრულებელმა, სტეფანე მღებრიშვილმა ახალი სიმღერა "გაიღიმე" და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. მუსიკალურ ვიდეოში, პოპულარული მომღერალი, გია სურამელაშვილი მონაწილეობს. სინგლის პროდიუსერი კი ქართული ინდი როკ ჯგუფის, Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენი, ნიკა კოჩაროვია.

ვიდეოკლიპის ავტორი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, ფსევდონიმით, avi.musaifi გახლავთ, რომელმაც წარსულში Bedford Falls-ის, Tamada-ს, 4D Monster Lobsters-ისა და ერეკლე დეისაძის მუსიკალური ვიდეოები გადაიღო.

რეჟისორმა ვიდეოკლიპზე სარეკლამო სააგენტო Metro Production-თან ერთად იმუშავა.

კომენტარები