აშშ-რუსეთი

სახდეპი: რუსეთმა აშშ-სთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები გადადო

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთი ორ ქვეყანას შორის ბირთვული იარაღის შეთანხმების გადადებაში დაადანაშაულა. შეხვედრა ხვალ, 29 ნოემბერს, ეგვიპტეში უნდა გამართულიყო. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო

"აშშ და რუსეთის ფედერაცია მზად იყვნენ, მოეწვიათ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია შეხვედრისთვის კაიროში. რუსულმა მხარემ შეატყობინა აშშ-ს, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადადო შეხვედრა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ თარიღებს შესთავაზებს". - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს ცნობით, ადმინისტრაცია ეცდება, რომ შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად გაიმართოს, რადგან ხელშეკრულების განახლება სტაბილურობის შესანარჩუნებლად მთავარი პრიორიტეტია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო მედიას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო, თუმცა შეფერხების მიზეზს არ ასახელებს.

START III, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების, იგივე ორმხრივი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ორივე ქვეყნის ბირთვული იარაღის არსენალის მკვეთრად შემცირებას ისახავს მიზნად.

კომენტარები