ენმ

დოლიძე ჭიაბერაშვილზე: გულწრფელად აქვს ბატონ ზურაბს იმედი, რომ შეიძლება გაიმარჯვოს?

არ მჯერა ამ მოცემულობაში დამოუკიდებელი სვლების.  ყველაფერი, რაღაცნაირად ისე არის აწყობილი და დაკავშირებული, რომ ყველაფერი რაღაც საერთო ინტერესის კვეთამდე მიდის. საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლის რაღაც სეგმენტაცია მოხდეს, ყველაფერი გაკეთდეს, რომ იქნებ მეორე ტური ჩატარდეს, შესაძლებელია ეს გათვლა იყოს. სადღაც რომ დგები, რაღაც მოგების იმედი უნდა გქონდეს ხო? ახლა, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გულწრფელად აქვს ბატონ ზურაბს[ჭიაბერაშვილი] იმედი, რომ შეიძლება გაიმარჯვოს? მე არ ვიცი რა ლოგიკაა. 

TV პირველთან ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბაჩო დოლიძე.  26 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს.  წამყვანის კითხვას, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ასეთად, ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი".

კომენტარები