კრიმინალი

ეპისკოპოსი სვიმეონი მონაზონზე: წინა დღეებში იყო თავდასხმა ჩემზე – შედეგმა არ დააყოვნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონის თქმით, ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის გაუპატიურება და ძალადობა პირდად მასზე და ეკლესიაზე თავდასხმის შედეგია.

"არა მარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ეპარქიაში. მოგეხსენებათ, წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და მოჰყვა კიდევაც ეს – შედეგმა არ დააყოვნა.

[...] ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი, ეს შემთხვევით არ მომხდარა. მადლობა ღმერთს, ეკლესიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, ამდენ დევნას რა მოჰყვება, როგორი სიძულვილი და წაქეზება მოჰყვება, რომ ეკლესიასა და მონაზვნებზე როგორ უნდა წააქეზო გაჭირვებული ადამიანები". – თქვა ეპისკოპოსმა სვმიეონმა.

15 ნოემბერს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსმა სვიმეონმა $120 000-იანი ავტომობილი შეიძინა. მოგვიანებით სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა თქვა, რომ რომ მანქანა – Toyota Land Cruiser-ი მრევლმა აჩუქა, რადგან "ამხელა და ქართულ საქმეს" ემსახურება.


26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთი დაკავებულის დედა ამბობს, რომ ის ცოლზე ძალადობის გამო წარსული ნასამართლევია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

კომენტარები