კრიმინალი.

მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულის დედა: მეუღლემ უჩივლა ადრე, გამლახაო, ორი წელი იჯდა

კადრი ვიდეოდან / R2

ცხრამუხის დედათა მონასტრის მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის, 1995 წელს დაბადებული ლ.ტ-ს დედის თქმით, ის წარსულშიც იყო ნასამართლევი, რადგან ცოლმა ძალადობის გამო უჩივლა.

"ეკლესიაში უნდა შესულიყო ვიღაცის სასაფლაოზე და დედაოს არ შეუშვია, ამის გამო მომხდარა ეგ ამბავი. [...] მეუღლემ უჩივლა, გამლახაო, ძალადობაზე, იჯდა ორი წელი". – თქვა დაკავებულის დედამ რუსთავი 2-თან საუბრისას.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დედათა მონასტერში შეჭრილ უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები