ლარი დოლართან მიმართებით 0.75 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.67 თეთრით გაუფასურდა. 24 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7117 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8218 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 11 თეთრით ძვირია.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.