ევროკავშირი

ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გაცემული პასპორტის არაღიარებას მხარი დაუჭირა 

European Union

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტის წინადადების მიხედვით, ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია სამგზავრო დოკუმენტებზე, კერძოდ პასპორტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნება აღიარებული. თუმცა, მათ, ვინც უკრაინიდან ომს გაურბის, კვლავ შეეძლებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზეზით შესვლა. 

ევროპული კომისიის მიხედვით, ბლოკის თითქმის ყველა წევრმა უკვე განაცხადა, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ უცხო ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს. 

"ევროპული პარლამენტი მოწოდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველყოს, რომ პუტინი დიდ ფასს გადაიხდის, როგორც უკანონო ომის წარმოებისთვის, ასევე უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის". – ამბობს სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) ევროპარლამენტარი, ხუან ფერნანდო ლოპეზ აგილარი.

კომენტარები