რეფერენდუმი შოტლანდიაში

შოტლანდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უესტმინსტერის თანხმობის გარეშე ვერ ჩაატარებს

სასამართლოს დადგენილებით, შოტლანდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უესტმინსტერის სასახლის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნებართვის გარეშე ვერ ჩაატარებს

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შოტლანდიის პარლამენტს აქვს უფლება, დაადგინოს შოტლანდიის კანონები, თუმცა, აღნიშნეს, რომ შოტლანდიის პარლამენტის აქტის შესწორება კანონი არაა და ეს შოტლანდიის პარლამენტის საკანონმდებლო მოვალეობების ფარგლებს გარეთაა.

აქამდე, 28 ივნისს შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღად 2023 წლის 19 ოქტომბერი დაასახელა.

შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. შედეგებით, 55%-მა მხარი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.

კომენტარები