საქართველო-ევროკავშირი

"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" – ECR-ის კონფერენცია

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი  (ECR)-ის ორგანიზებით, ტარდება კონფერენცია - ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი. 

ღონისძიებას ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა უმასპინძლებს. გამომსვლელები კი არიან საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი. 

"საქართველო ეკუთვნის დასავლურ ერთობას.
კავშირები, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია". - წერს ტვიტერზე ანა ფოტიგა. 

კონფერენცია 29 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიმართება.  

კომენტარები