რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების კანონის 2024 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს

უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების კანონის 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივების მოთხოვნით იტალიის მთავრობა პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროსეტომ ინტერვიუში ისაუბრა.

არსებული კანონით, იტალიის მთავრობას აქვს უფლებამოსილება, უკრაინას იარაღი სწრაფად, პარლამენტის ავტორიზაციის გარეშე გადასცეს. სწორედ ამ კანონის გახანგრძლივება სურს იტალიის მთავრობას 2023 წლის ბოლომდე.

"თავდაცვის სამინისტრო მოკლე დროში მოითხოვს არსებული ზომების გახანგრძლივებას 2023 წლის ბოლომდე". – თქვა კროსეტომ.

ოქტომბერში ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით იტალიაში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი გახდა, რომელიც ბერლუსკონის ერთ-ერთი პირველი მოადგილე იყო, მელონის მთავრობა მკაცრად ინარჩუნებს უკრაინის მხარდამჭერ კურსს. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

 

კომენტარები