კატარი 2022

ლუდის საძებნელად წასული ინგლისის ფანები კატარელი შეიხის სასახლეში აღმოჩნდნენ

Sport Bible

ლუდის საძებნელად დოჰის ქუჩებში გასულმა ინგლისის ორმა გულშემატკივარმა შემთხვევით შეიხის სასახლეში ამოყო თავი. ამბავს გაკვირვებული ფანები გამოცემა talkSport-თან ინტერვიუში ყვებიან.

"კარგ დროს ვატარებდით, ქუჩებში "ვტასაობდით" და ვცდილობდით ლუდი გვეყიდა. შემდეგ შეიხის შვილები შეგვხვდნენ და სასახლეში წაგვიყვანეს. ლომები და კიდევ რაღაცები გვაჩვენეს. მათ ლენდკრუიზერს შემოვახტით და დიდ სასახლეში ამოვყავით თავი, თავისი მაიმუნები, ეგზოტიკური ფრინველები გვაჩვენა. სიგიჟე იყო". – ამბობენ გულშემატკივრები.

მოგვიანებით ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც შეიხის ლომს ეთამაშება.

 

კომენტარები