ისრაელის ინფლაცია

Bloomberg: ისრაელში სამომხმარებლო ფასების ზრდა და მოულოდნელი ინფლაცია ფიქსირდება

ისრაელი-სირიის საზღვარი, 2018

ოქტომბრის თვეში ისრაელში მოსალოდნელზე სწრაფი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს აუცილებლად გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წელში პირველად, ისრაელი მონეტარულ პოლიტიკას განსაკუთრებით ამკაცრებს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ეკონომისტთა მოლოდინები არ გამართლდა. ივლისში დაწყებულმა მზარდმა ინფლაციამ ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების 5.1%-ით გაზრდა გამოიწვია მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები ინფლაციის 0-თან მიახლოებულ მაჩვენებელს პროგნოზირებდნენ.  

Bloomberg-ის ეკონომისტების განმარტებით, ისრაელში ფასების ზრდა გარდაუვალია და ღირებულება დაახლოებით 0.5-0.75 ერთეულით მოიმატებს.

ეკონომისტების თქმით, თუ ისრაელში ფასებზე 0.75 ერთეულით მატება შენარჩუნდება, ცენტრალურ ბანკს, 2008 წლის შემდეგ პირველად, რეფინანსირების განაკვეთის უპრეცედენტოდ გაზრდა მოუწევს. ამჟამინდელი მოლოდინების საპირისპიროდ, რეფინანსირების განაკვეთი 3.5%-მდე უახლოეს მომავალში გაიზრდება, როდესაც ისრაელის ბანკის კვლევითი ჯგუფი ამ მაჩვენებელს 2023 წლის ოქტომბრისთვის პროგნოზირებდა.

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

არსებულმა მდგომარეობამ ისრაელს შესაძლოა აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან თანამშრომლობისკენ უბიძგოს, რაც ინფლაციის მკაცრი კონტროლის მიზნით, მისი მხრიდან აგრესიული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, თუმცა, სამომავლოდ ამგვარი პოლიტიკა გაამყარებს შეკელს (ისრაელის ფულის ერთეული), რომელიც ბოლო დღეებში დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 

კომენტარები