აშშ-ს არჩევნები 2022

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს

მას შემდეგ, რაც კალიფორნიის 27-ე საარჩევნო ოლქში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკ გარსიამ დაამარცხა დემოკრატი კანდიდატი კრისტი სმითი, რესპუბლიკელებმა წარმომაგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს. 

"ამერიკელები მზად არიან ახალი მიმართულებისთვის და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელბი მზად არიან ამის შესასრულებლად". – წერს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერი, კევინ მაკკარტი Twitter-ზე.

რაც შეეხება სენატს, 13 ნოემბერს, ნევადას შტატში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტოს გაიმარჯვა და დემოკრატიულმა პარტიამ სენატში 50 ადგილი დაიკავა. ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, 6 დეკემბერს ჩანიშნული ჯორჯიას მეორე ტურის შედეგების მიუხედავად, სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯორჯიაში 6 დეკემბერს ჩანიშნულ მეორე ტურში სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.

კომენტარები