აშშ-ს არჩევნები 2022

ნევადაში გამარჯვებით სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ

Mikayla Whitmore/The New York Times

მას შემდეგ, რაც ნევადაში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ადამ ლაქსალტი, სენატში დემოკრატებმა რაოდენობა 50-მდე შეავსეს. კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, 6 დეკემბერს ჩანიშნული ჯორჯიას მეორე ტურის შედეგების მიუხედავად, სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ

კორტეს მასტომ რთულად დაამარცხა ადამ ლაქსალტი - ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც მხარს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერდა. ლაქსალტის მარცხი, ასევე, დანაკარგია ტრამპისთვისაც, რომლის კანდიდატებმაც შუალედურ არჩევნებზე მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენეს. 

ჯორჯიაში 6 დეკემბერს ჩანიშნულ მეორე ტურში, თუ სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, საბოლოო შედეგების გამოცხადებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. მართალია, რესპუბლიკელები განაგრძობდნენ უპირატესობის შენარჩუნებას, თუმცა ჯერ ხმები ისეთ ადგილებში არაა დათვლილი, სადაც ტრადიციულად დემოკრატებს ირჩევენ.  

კომენტარები