რაც შეეხება სენატორ შაჰინის ამ განცხადებას, ამის შემდეგ, რაც ახლა თქვენ გუშინ თუ გუშინწინ მოგიყევით, რაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, თან ევროკომისარმა. ის არ არის ვთქვათ კუბილიუსი, ან რაღაც გარკვეული ჯგუფების მიერ არჩეული, პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრიგოროვები. არა, ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს. ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი. ჯინ შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკითა და სტრატეგიით... ამიტომაც არის, დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს. ასეთი მიდგომის გამო, არასწორი და არასამართლიანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რჩევა, რომელიც სწორ არგუმენტებს ეფუძნება. შაჰინი რომ ახლა ამას მეტყვის, რითი განსხვავდება ის კუბილიუსისგან?
tbl.ge/66te
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




