გრემი 2022

გრემის ნომინანტები ცნობილია – ლიდერები ადელი და ბიონსე არიან

Befunky

2023 წლის გრემის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. 11 ნომინაციით პოპულარულ დაჯილდოებას ბიონსე და ადელი ლიდერობენ.

ბიონსემ ნომინაციები ალბომისთვის Renaissance მიიღო, ხოლო ბრიტანელი ადელი ალბომით 30 არის წარმოდგენილი. ბიონსე ყველა დროის ყველაზე მეტი გრემის ნომინაციის მფლობელი მომღერალი ქალია, კაცებში იგივე მაჩვენებელი აქვს მის ქმარს, ჯეი ზის. თითოეულს კარიერის განმავლობაში 88 ნომინაცია აქვს მიღებული.

მესამე ადგილს 8 ნომინაციით კენდრიკ ლამარი იკავებს. კომპტონელმა რეპერმა 2022 წელს ალბომი Mr. Morale & the Big Steppers გამოუშვა.

გრემის მთავარ კატეგორიებში ნომინირებული მომღერლების სია კი ასე გამოიყურება:

წლის ჩანაწერი

ABBA - Don't Shut Me Down 

ადელი - Easy on Me 

ბიონსე - Break My Soul

მერი ჯეი ბლაიჯი - Good Morning Gorgeous

ბრენდი კარლაილი - You and Me on the Rock

Doja Cat - Woman

სტივე ლეისი - Bad Habit

კენდრიკ ლამარი - The Heart Part 5

Lizzo - About Damn Time

ჰარი სტაილსი - As It Was

წლის ალბომი

ABBA - Voyage 

ადელი - 30

Bad Bunny - Un Verano Sin Ti

ბიონსე - RENAISSANCE

მერი ჯეი ბლაიჯი - Good Morning Gorgeous

ბრენდი კარლაილი - In These Silent Days

Coldplay - Music of the Spheres

კენდრიკ ლამარი - Mr. Morale & The Big Steppers

Lizzo - Special

ჰარი სთაილსი - Harry's House

წლის სიმღერა

GAYLE - abcdefu

Lizzo - About Damn Time

ტეილორ სვიფტი - All Too Well (10 Minute Version)

ჰარი სთაილსი - As It Was

სტივ ლეისი - Bad Habit

ბოინსე - Break My Soul

ადელი - Easy on Me

DJ Khaled feat. Rick Ross, Lil Wayne, Jay-Z, John Legend & Fridayy - God Did

კენდრიკ ლამარი - The Heart Part

ბონი რაიტი - Just Like That

საუკეთესო ახალი არტისტი

Anitta

Omar Apollo

DOMi & JD Beck

Samara Joy

Latto

Måneskin

Muni Long

Tobe Nwigwe

Molly Tuttle

Wet Leg

2023 წლის გრემის დაჯილდოების ყველა ნომინაციას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები