ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება ნოემბრის ბოლოს. ამ სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინის მიმართ გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
NATO-საქართველო
სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ პარტნიორებთან მუშაობა
tbl.ge/66qm
დაკოპირდა

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: დროა, საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბოსნიასთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ
- ვინიკოვი: ძალიან გვინდა, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს
- ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი NATO-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ დისკუსიებს
- სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მივიღებთ
- სტოლტენბერგი: ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია საქართველოსთვის უფრო მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა