ევრკომისარი განსხვავებით ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც არიან პოლიტიკური ფიგურები, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება იმ პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი, რომელსაც რიგი ევროპარლამენტარები აკეთებენ და მოლოდინები გვაქვს ობიექტურად და ძალიან სამართლიანად, მათ შორის, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილად გაკეთებული შეფასებების. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის სტრუქტურები, ისევე, როგორც ინდივიდუალური წარმომადგენლები გულშემატკივრობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ევროკავშირი-საქართველო
წილოსანი: ევროკომისარს ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ ნარატივი არ ექნება
tbl.ge/66py
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერმინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა, ასევე შეხვდება ოპოზიციასაც.
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




