რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ! [...] ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, და ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და ის, რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც.
tbl.ge/66ps
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი: საქართველო სათაგურშია, ევროპისკენ სწრაფვის გამო
- რუსი დეპუტატი: საქართველოს ფასის დადება სურს, რუსეთს კიდევ ერთხელ რომ მოსთხოვოს რამე
- კობახიძე: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მივესალმებით
- აშშ: რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში პროცესში ჩართული კომპანიები დასანქცირდებიან
- ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს