ევროკავშირი-საქართველო

ბორელი: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ვეხმარებით კიბერთავდაცვის გაძლიერებაში

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის რეგიონის კიბერთავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიისა და ევროპულ სახელმწიფოებში გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე, საჭიროა ბლოკის და ასევე პარტნიორი ქვეყნების აღნიშნულ სფეროში თავდაცვისუნაროანობის გაძლიერება.

"კიბერომი და კიბერთავდასხმები თანამედროვე ომის შემადგენელ ნაწილად იქცა. რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლა არაერთი კიბერთავდასხმა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ, გავიხსენოთ, რომ სანამ ომი დაიწყებოდა, კიევის დაბომბას წინ მასშტაბური კიბერთავდასხმა ახლდა". – თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი გააძლიერებს მუშაობას მისი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად.

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვის უნარიანობის დასახმარებლად. ჩვენ ამას ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით ვაკეთებთ, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ჩვენ გვსურს პარტნიორობა გავაძლიეროთ სხვებთან, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა მაგალითად ალბანეთი, კიბერთავდასხმების მსხვერპლია". – ამბობს ბორელი.  

კომენტარები