ხაბეიშვილი ენმ-ზე: რომ გავძლიერდებით და ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, მერე იკრიჭოს კობახიძემ

ეს პოზიცია მინდა დავაფიქსირო და მინდა ჩვენმა ამომრჩეველმა გაიგოს. ეს არჩევნები უპრეცედენტოდ ღია უნდა იყოს. ფანტასტიური იყო, როცა ნიკა მელიამ 13 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო და ეს პირველი გამოცდილება იყო და დაახლოებით 20 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან აქტიური არჩევნები და უნდა მიიღოს 50 000-მა და მეტმა ადამიანმა. ვარ ამაში დარწმუნებული. მათ შორის ემიგრანტებს აქვთ უფლება, ჩაერთონ არჩევნებში და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, ვისზეც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მთავარ ოპოზიციურ პარიას ჩაუდგეს სათავეში. გუშინ ახსენა ნიკა მელიამაც, აბსოლუტურად მივესალმები, რომ ათი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა და 50 000 ადამიანი როცა მიიღებს მონაწილეობას და ასეთი ლეგიტიმაცია როცა ექნება [თავმჯდომარეს] ძალიან კარგადაც რომ გავძლიერდებით, ერთმანეთს ხელსაც რომ ჩამოვართმევთ და მერე ბრძოლასაც რომ ერთად გავაგრძელებთ, მერე იკრიჭოს ირაკლი კობახიძემ და გვითვალოს ვინ ვის და სად უპირისპირდება. დაივიწყოს ყველამ, პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება. ის რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, არაფერს ნიშნავს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მთავარი არხის ეთერში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრიფინგზე, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. აღნიშნულს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ენმ-ში შიდა ძალაუფლებას და კეზერაშვილის ფულს ვერ იყოფენ".

კომენტარები