რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით. ასევე, ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

"რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა "პარტნიორებმა" მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება". - თქვა მარია ზახაროვამ.

აღნიშნულის შესახებ ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. გერმანელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს არ აქვს მზაობა კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის.

კომენტარები