3 პარტიის გაერთიანება

მელია ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ერთ პარტიად რომ ჩამოყალიბდნენ, ძლიერი განაცხადი იქნება

ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო თანამშრომლობა, კოორდინაცია და ძალიან მჭიდრო კავშირი ყველა კუთვნილ ოპოზიციურ პარტიასთან და ბევრ შემთხვევაში, ამის ინიციატორებიც ვიყავით. რაც შეეხება ამ სამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - მე მივესალმები და ვისურვებდი, რომ პირველ რიგში, ეს 3 ძალა თავად გაერთიანდეს და ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდეს. ეს ძლიერი განაცხადი იქნებოდა. მეორე, რაც შეეხება სხვა პარტიებთან გაერთიანების ინიციატივას - აქ ვისურვებდი, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მომზადებული ყოფილიყო. მე ამას იდეას ვერ დავარქმევ. ჩვენ მეორე მხრიდან იდეას ვერ ვხედავთ, საიდანაც მოდის ინიციატივა. ეს არის უბრალოდ პროცესი, სადაც ბევრი ნაკლოვანება დაფიქსირდა და სხვათა შორის, პირველი ნაკლოვანება არის ის, რომ ამ გაერთიანების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ტელეეთერებიდან არ უნდა გაეგოთ. მათ ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. უბრალოდ, ასეთ დროს, გაუგებრობისთვის მეტი სივრცე ჩნდება. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში. სტრატეგია აღმაშენებლისგირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები