საქართველოში პირველი ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკური პარტია იქმნება. პარტიას საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები ქმნიან.
როგორც queer.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ამბობს, პარტიის მთავარი მიმართულება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, თანასწორობა, ქვიარ უფლებები, ფემინიზმი, სოციალური პოლიტიკა იქნება.
"[...] წელს უკვე მივხვდით, რომ არ ღირს დაცდა და ახლავე უნდა დავიწყოთ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით და შექმნათ პარტია, რომელიც მართლა იქნება მწვანე და მართლა იქნება თანასწორობისთვის”. - ამბობს ჯაყელი queer.ge-სთან საუბარში.
პარტიის სახელწოდებაა - მწვანეები, სლოგანით - თანასწორობისთვის. პირველი ყრილობა 27 ნოემბერს გაიმართება.
როგორც მწვანეების წარმომადგენლები queer.ge-სთან საუბარში ამბობენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



