რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს EU-ს მიერ უკრაინისთვის ინიცირებულ დახმარების საერთო პაკეტს

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ინიცირებულ ახალ დახმარების პაკეტს, რომელიც ყოველთვიურად უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ისაუბრა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი უკრაინას ომის დაწყებამდეც ეხმარებოდა და ამას ევროკავშირის გარეშე გააგრძელებს.

"ჩვენ მზად ვართ უკრაინის დახმარება გავაგრძელოთ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე". – თქვა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთი "ნამდვილად არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ სესხის აღებას" აღნიშნული მიზნით.

"უნგრეთმა ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირის მიერ კორონავირუსის პანდემიის დროს სესხის აღებას და ეს საკმარისზე მეტი იყო". – ამბობს სიიარტო.

 

კომენტარები