Meta

META მიმდინარე კვირაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავს – WSJ

REUTERS/Arnd Wiegmann/File Photo

Meta მიმდინარე კვირაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას იწყებს - ეს, შესაძლოა, პანდემიის დროს ინდუსტრიის სწრაფი ზრდის შემდეგ სამუშაოების შემცირების ყველაზე ფართომასშტაბიანი ბოლოდროინდელი მოვლენა იყოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი და The New York Times-ი აქვეყნებენ. 

გასულ თვეს, Meta-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია კვარტალური მოგების 50%-ანი კლებისა და გაყიდვების ზედიზედ მეორე ვარდნის შესახებ.  

“2023 წელს ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ინვესტიციების ფოკუსირებას მცირე რაოდენობის მაღალი პრიორიტეტული ზრდის სფეროებზე. 

ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი გუნდი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ სხვა გუნდების უმეტესობა არ შეიცვლება ან შემცირდება მომდევნო წლის განმავლობაში. მთლიანობაში, ჩვენ ველით, რომ 2023 წელი დავასრულოთ ან დაახლოებით იგივე ზომის, ან თუნდაც ოდნავ უფრო მცირე ორგანიზაციის სახით, ვიდრე დღეს ვართ”. - წერდა ზაკერბერგი 26 ოქტომბერს. 

Meta თვეების განმავლობაში ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და ეტაპობრივად ამცირებდა ხარჯებს. კომპანიამ Silicon Valley-მ, რომელიც ფლობს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Messenger-ს, მილიარდობით დოლარი დახარჯა მეტავერსის ონლაინ სამყაროს განვითარებაზე, გლობალური ეკონომიკის შენელებისა და გაზრდილი ინფლაციის პარალელურად.  

Meta უერთდება სხვა ტექნიკურ კომპანიებს, რომლებიც ათავისუფლებენ თანამშრომლებს ეკონომიკური მიზეზების გამო. პანდემიის დროს მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელეს მოთხოვნის შესანარჩუნებლად. 

Meta-მ 2020 და 2021 წლებში ჯამურად 27 000-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი დამატებით - 15 344. იმის გათვალისწინებით, რომ Meta-ს აქციები წელს 70%-ზე მეტით დაეცა, კომპანია ეფექტიანობის შესანარჩუნებლად ამცირებს ხარჯებს თანამშრომლების დათხოვნის გზით. 

კომენტარები