გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-მ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის.
ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას - სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას... მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



