რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: დაფინანსების არარსებობის გამო, უკრაინაში STARLINK-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა

Starlink-ის სატელიტი იზიუმში, 25 სექტემბერი.
Yasuyoshi Chiba/AFP/Getty Images

CNN-ის ინფორმაციით, გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა

SpaceX-ის წარმოებული სატელიტური თეფშები უკრაინის ომში სამხედროების შეუცვლელი კომუნიკაციის წყაროა, რომელიც უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ ხაზზე მაშინაც, როდესაც მობილური და ინტერნეტი ქსელები განადგურებულია.

თავდაპირველად, CNN-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-მა პენტაგონს ოფიციალურად წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში Starlink-ის დასაფინანსებლად კომპანიამ თითქმის 100 მილიონი დოლარი დახარჯა და მომავალში მათ დაფინანსებას ვეღარ შეძლებდა. წერილში კომპანიამ პენტაგონს მოუწოდა, საკუთარ თავზე აეღო დაფინანსების დიდი ნაწილი, რაც თვეში რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ილონ მასკმა პოლიტიკა შეცვალა და SpaceX-ის მოწოდება უკან წაიღო.

"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას". - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

როგორც ირკვევა, საჯარო განცხადების მიუხედავად, პენტაგონსა და SpaceX-ს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, ხოლო 24 ოქტომბრიდან უკრაინაში ტერმინალების მუშაობა შეფერხდა. CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი დაფინანსების არარსებობაა.

ტერმინალების გათიშვამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დასახმარებლად დიდ ბრიტანეთს მიმართა და მათ ყოველთვიურად $3.25 მილიონის დაფინანსება სთხოვა. 

ბრიტანეთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამინისტროები დისკუსიის შედეგად შეჯერდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სხვა სამხედრო რესურსებისა დაფინანსება და მიწოდება უფრო პრიორიტეტულია.

კომენტარები