დაპირისპირება ენმ-ში

იონათამიშვილი: ნაციონალური მოძრაობა იშლება – ვფიქრობ, ეს დამსახურებულია

შიგნით თუ გარეთ, ნაციონალური მოძრაობა დაშლის პროცესს განაგრძობს, ეს შეუქცევადია. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებულიც, რადგან, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პარტია ცდილობდა, რომ საზოგადოებასა და ქვეყანაში ზიზღი, სიბინძურე და ურთიერთდაპირისპირება დაენერგა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. გუშინ, 3 ნოემბერს ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და ენმ დატოვა. იქამდე კი, 20 ოქტომბერს, ენმ-დან ნიკა ობოლაძეც წავიდა.

კომენტარები