3 პარტიის გაერთიანება

კობახიძე 3 პარტიის ერთობაზე: ნულოვანი რეიტინგის მქონე არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მით უმეტეს, როდესაც ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზეა საუბარი, იქ რაიმე ჯამის შეცვლა საერთოდ გამორიცხულია. ეს არის ნულოვანი რეიტინგის მქონე რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. ისინი არიან გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები. საუბარია იგივე გიორგი ვაშაძეზე, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიაზე. თუ დღეს ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, პირველ რიგში სწორედ ეს ადამიანები არიან და აღნიშნული გვარები გვახსენდება. აქედან გამომდინარე, მათი შეკრებით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავითარი ცვლილება ვერ განხორციელდება.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერებზე, რომლებიც "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები